Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა თავად ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს


უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, დაბარებული გიგი უგულავა, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავად გამოცხადდა.

უგულავამ შენობაში შესვლამდე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბრძოლა გრძელდება, მანამ, სანამ ამ შავ ჭირს, ბიძინა ივანიშვილს არ მოვიშორებთ. მხოლოდ მოშორება არ არის გამოსავალი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც, მათ შორის, იმათ ჭამს, ვინც ამ სისტემის სათავეში იყო. დღეს, რაც ვიხილეთ, კავშირში არ არის მართლმსაჯულებასთან. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ ივანიშვილს არ ემორჩილება. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ვიყოთ ივანიშვილის მონები, რაც უყვარს - ადამიანები, რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს. ან ვიქნებით თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ვიბრძოლებთ მანამდე, ვიდრე არ მოშორდება ეს შავი ჭირი. სისტემამ უნდა გამორიცხოს ასეთი შავი ჭირის მოსვლა“.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანს გიგი უგულავას პროცედურების გავლის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG