Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ვიდეოდიალოგით პასუხობს მოქალაქეების შეკითხვებს


თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ონლაინდიალოგში, რომელიც კალაძის „ფეისბუკის" გვერდით გადაიცემა, თბილისის ათივე რაიონის გამგებელი მონაწილეობს.

„საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენს შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გავცეთ. აღნიშნულ პროცესში ყველა ჩართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მოსახლეობამ ბევრი ინფორმაციის მიღება შეძლო. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავს მიდგომას მომავალშიც განვაგრძობთ“, - თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ტიპის ვიდეოდიალოგი, რომელშიც გამგებლების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, გასულ წელსაც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG