Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრებს ცხინვალში გამართავენ


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა შეხვედრები ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი, ეუთოს წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ.

სააგენტო „რესი“ პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატზე დაყრდნობით წერს, რომ ოსური მხარე თანათავმჯდომარეებთან არაგეგმურ შეხვედრაზე განიხილავს „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე“ შექმნილ ვითარებას.

ე.წ. საზღვარზე, ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 4 სექტემბრიდან, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG