Accessibility links

logo-print logo-print

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ადმინისტრაციის უფროსი გამოცვალა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ბოგდანი. ამის თაობაზე ბრძანებულებას მან 11 თებერვალს მოაწერა ხელი. გუშინ ბოგდანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზელენსკიმ დანიშნა ანდრეი ერმაკი, რომელიც მანამდე პრეზიდენტის თანაშემწე იყო.

ერმაკი დაკავებული იყო საგარეო-პოლიტიკური საკითხებით, მათ შორის, კურირებდა რუსეთთან ურთიერთობებს. სწორედ ის აწარმოებდა რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის თაობაზე, ასევე „ნორმანდიის ფორმატით“ შეხვედრის მომზადების შესახებ, რომელიც დეკემბერში გაიმართა პარიზში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG