Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას პატიმრობას ეხმაურება


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი შეშფოთებას გამოხატავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო. ის ტვიტერზე ეხმაურება მომხდარს და აცხადებს, რომ „სასამართლო სისტემა პოლიტიკური დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს“.

„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გ. უგულავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. სასამართლო სისტემა ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოყენებოდეს. რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი დემოკრატიისთვის“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG