„ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადაადგილდნენ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
დაწერეთ კომენტარი