Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სააგენტო: ავღანეთის აღდგენა ათასობით ადამიანის სიცოცხლე დაჯდა


SIGAR-ის ემბლემა
SIGAR-ის ემბლემა

ავღანეთში აღდგენის და სტაბილიზაციის საქმიანობას 5135 ადამიანი ემსხვერპლა, დახოცილების და დაჭრილების სახით 17 წლის განმავლობაში, რაც მოჰყვა აშშ-ის მეთაურობით ამ ქვეყანაში შეჭრას და თალიბანის მმართველობის დამხობას, იტყობინება აშშ-ის სამთავრობო სამეთვალყურეო სააგენტო.

11 თებერვალს აშშ-ის სააგენტოს, ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო გენერალური ინსპექტორის (SIGAR-ის) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ინციტიავით ამოქმედებული ავღანეთის რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელებისას 2214 ადამიანი დაიხოცა. SIGAR-ი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ვაშინგტონის მიერ ავღანეთში დახარჯულ მილიარდობით დოლარს, იტყობინება, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო თალიბანის თუ სხვა ძალების შეიარაღებული თავდასხმებისას 2002 წლიდან 2018 წლამდე. 2291 ადამიანი დაიჭრა იმ პროექტების განხორციელებისას, რომლებიც ინფრასტრუქტურის შექმნას, სკოლების მშენებლობას ემსახურებოდა მთელ ავღანეთში.

ანგარიში წერს 1182 ადამიანის შესახებ, რომლებიც ან გაიტაცეს ან უგზო-უკვლოთ დაიკარგნენ. მოკლულებისა და დაჭრილების 70 პროცენტი და გატაცებულთა 86 პროცენტი არიან ავღანელები, უმეტესად, სამოქალაქო პირები, გვამცნობს ანგარიში. მოკლულებს შორის, 284, ამერიკელი, სამოქალაქო და სამხედრო პირებია არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG