Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილი: ისღა დაგვრჩენია, მოვუწოდოთ ოპოზიციას დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ლაპარაკობს საარჩევნო სისტემის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებიდან ოპოზიციის გამოთიშვაზე.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის ეს ჯგუფები იყვნენ და არიან რევანშისტულად განწყობილნი. მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა პარლამენტში შეჭრის მცდელობა. მიუხედავად ამისა, როგორც ოხანაშვილმა თქვა, ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების შედეგად, იძულებულები გახდნენ, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

„ყოველთვის ეძებდნენ საბაბს, როგორმე ეს მოლაპარაკებები ჩაეშალათ. რეალურად მიეცათ ეს საბაბი და განაჩენი, რომელიც დადგა სწორედ ამას ელოდებოდნენ“, - შენიშნავს ანრი ოხანაშვილი.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ოპოზიციის ჩანაფიქრია რევოლუცია და გადატრიალება. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-მა სრულად გაიზიარა ხელისუფლების პოზიცია.

„დღესაც მოვუწოდებთ ოპოზიციას რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ფაქტია, რომ ამ ყველაფრით თუკი ვინმე ზიანდება ეს არის ხელისუფლება. პირველ რიგში ჩვენ არ გვაწყობს, ის პროცესი, რა პროცესიც მიმდინარეობს, ის, რასაც ისინი თარგმნიან. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ველოდებოდით აქამდე და ველოდებით დღემდე პასუხს ჩვენს კომპრომისულ შეთავაზებაზე“, - თქვა ოხანაშვილმა.

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG