Accessibility links

site logo site logo

სტრასბურგში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა


ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში

დღეს, 12 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში იწყება ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა.

მუდმივმოქმედ დელეგაციებს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტი განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. დღის წესრიგშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა.

ორდღიან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტროების და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG