Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ინტელექტუალები წერილით გამოხატავენ მხარდაჭერას პოლიტპატიმრებისადმი


რუსეთში 100-ზე მეტმა მწერალმა, ჟურნალისტმა, მთარგმნელმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა, გამომცემელმა და კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენელმა გაავრცელა წერილი, რომელშიც მხარდაჭერაა გამოხატული პოლიტიკური პატიმრებისადმი.

"ყოველ პარასკევს, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურებთან იკრიბება ასობით დემონსტრანტი და თქვენთვის მოითხოვს სამართალსა და თავისუფლებას. ყოველკვირეული პიკეტები ტრადიცია ხდება რუსეთის სხვა ქალაქებში", - ვკითხულობთ წერილში, რომელიც 11 თებერვალს გამოაქვეყნა ვებსაიტმა Colta.ru-მ.

"ჩვენ ყოველდღე ვავრცელებთ სიმართლეს თქვენ შესახებ, თქვენთვის წარდგენილი ბრალდებების შესახებ, და თქვენი განაჩენების არამართებულობის შესახებ. ყოველდღე ვპულობთ გზებს, რათა დავეხმაროთ თქვენს ოჯახებს და მეგობრებს. იმედი გვაქვს, ჩვენი დღევანდელი განცხადება როგორმე თქვენამდეც მოაღწევს, ციხეების საკნებსა თუ ბანაკებში, და კიდევ ერთხელ დაინახავთ, რომ გარეთ ათობით და ასობით ადამიანი მუდმივად ფიქრობს თქვენს ბედზე, თქვენს მომავალზე და ისინი რაც კი შესაძლებელია, ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის და თქვენი თავისუფლებისთვის", - ვკითხულობთ წერილში.

მოსკოვში განთავსებული უფლებადამცველი ცენტრის, მემორიალის თანახმად, ამჟამად რუსეთში 64 ადამიანი ზის ციხეში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG