Accessibility links

site logo site logo

„ლევადა-ცენტრი“: პუტინისადმი ნდობა რუსეთში 2017 წლის შემდეგ თითქმის ორჯერ დაეცა


ლევ გუდკოვი, "ლევადა-ცენტრის" ხელმძღვანელი

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი რუსეთის მოქალაქეების ნდობა 4%-ით დაეცა და შეადგინა 35%.

2017 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, როდესაც ნდობის რეიტინგი 59%-ს შეადგენდა, ვლადიმირ პუტინისადმი ნდობა განახევრებულია, - ამის შესახებ აღნიშნულია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ ბოლო სოციოლოგიურ გამოკითხვაში.

პუტინის მიმართ ნდობის კლების მიზეზს, „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის, ლევ გუდკოვის სიტყვებით, წარმოადგენს რუსეთში შექმნილი ვითარებით გამოწვეული უკმაყოფილება. „მის ახალ რიტორიკას სოციალურ თემებზე, მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ეკონომიკაში შექმნილი ვითარებით და ნორმალური ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის უქონლობის გამო, უკმაყოფილება ძლიერდება“, - ამბობს გუდკოვი.

ბოლო თვეებში ნდობა ასევე 4 %-ით დაკარგა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - დმიტრი მედვედევს მხოლოდ 5%-ი ენდობა. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიმართ ნდობა კი პირიქით გაიზარდა 13%-იდან -19%-მდე, 14%-დან - 17%-მდეა გაზრდილი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიმართ მოსახლეობის ნდობა.

რაც შეეხება რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, მიხაილ მიშუსტინს ენდობა 3%, არ ენდობა - 4%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG