Accessibility links

logo-print logo-print

რუსული არმიის სამხედრო წვრთნებისას სროლის ხმა ნიქოზშიც ესმით


ხედი ცხინვალზე სოფელ ნიქოზიდან

რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სწავლების დროს სროლის და აფეთქების ხმა სოფელ ნიქოზშიც ესმით.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ნინო მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცხინვალიდან სროლის და აფეთქების ხმა მკაფიოდ ისმის და იმ სახლების ნაწილში, რომლებიც უშუალოდ ცხინვალს ესაზღვრება, რეზონანსისგან ფანჯრების მინები ზანზარებს.

სააგენტო „რესი“ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 10 თებერვლიდან ამ ოლქის 2500-მდე სამხედროს მონაწილეობით ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე სწავლება, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. კერძოდ, ცხინვალის რაიონში მდებარე ძარცემის პოლიგონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG