Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ოხანაშვილი, როგორც წესი, ჟურნალისტებთან ურთიერთობაში არ ირჩევს ამ ფორმას


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ანრი ოხანაშვილის განცხადებას.

„რასაც გავეცანი, ჩემი კოლეგა ჟურნალისტისგან მოითხოვდა ობიექტურ და სამართლიან მიდგომას. ეს ინციდენტი ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს თანამშრომლობაზე. ანრი ოხანაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში ჩაერთო და მომავალში ამ მედიასთან გაგრძელდება ნორმალური თანამშრომლობა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მოხდა ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის საუბარი. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალში კონსტრუქციული თანამშრომლობა გვექნება „ტვ პირველთან“. ყველამ უნდა ვცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ასევე უზრუნველვყოთ სამართლიანი დამოკიდებულებები ერთმანეთთან. თვითონ ანრი ოხანაშვილის არ ირჩევს, როგორც წესი, ამ ფორმას ჟურნალისტებთან ურთიერთობაში“, - ამბობს თალაკვაძე.

საქართველოს ჟრნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შესახებ მწვავე შეფასებები გააკეთა, რამდენჯერმე ახსენა მასთან მიმართებით მორალი და ზნეობა და დიანა ტრაპაიძის რჩევაზე, ამ გადაცემის შესახებ ქარტიისთვის მიემართა, განაცხადა: „მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყო და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი აღარ აქვს. რაზე მესაუბრებით, დიანა, მორალი და ზნეობა თუკი არ გააჩნია ადამიანს, რომელ ჩივილზეა საუბარი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG