Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ დღეში ჩინეთში მკვეთრად იმატა კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვმა


ჩინეთში პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით ერთ დღეში გარდაიცვალა 242 ადამიანი. 13 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული მონაცემები 12 თებერვლის მდგომარეობას ასახავს და თითქმის სამჯერ აღემატება წინა დღის ლეტალური შედეგების მაჩვენებელს.

ჩინეთის ხელისუფალთა ოფიციალური ინფორმაციით, ერთ დღეში მკვეთრად, თითქმის ათჯერ გაიზარდა დაავადების ახალი შემთხვევებიც და 14 840-ს მიაღწია.

დღემდე ახალი სახეობის კორონავირუსმა ჩინეთში იმსხვერპლა სულ 1350 ადამიანის სიცოცხლე. მათგან 1310 ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში ცხოვრობდა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 48 208-ია.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 25 ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის საერთო ჯამში 400-ზე მეტი შემთხვევა. დღემდე ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჰონ კონგში, რომელსაც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ერთი ფილიპინებზე.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG