Accessibility links

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა მეტრნახევარს გადააჭარბა


აჭარის რეგიონში, ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა თოვამ გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა და ენერგომომარაგება შეაფერხა. გასული ღამის შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს.

სოფლების დიდი ნაწილი ცენტრალური ავტომაგისტრალისგან მოწყვეტილია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზების გასაწმენდად მობილიზებული ტექნიკის მუშაობას სათანადო შედეგი ვერ მოაქვს ძლიერი თოვის გამო. საჯარო სკოლებში დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი.

ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

დიდთოვლობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-ხულოს მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახეობის ავტომანქანებმა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა გამოიყენონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG