Accessibility links

Human Rights Watch-ი ავღანეთს მოუწოდებს, გამოიძიოს გავლენიანი“ პირების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები


პატრიცია გოსმანი, Human Rights Watch-ის აზიის განყოფილების თანამშრომელი

უფლებადამცავი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები და აღასრულოს „სამართალი, დახმარება გაუწიოს მსხვერპლს და დაიცვას მოწმეები“ სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩადენილი აქვთ „გავლენიან პირებს“.

12 თებერვალს ნიუ იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ორი ბოლო შემთხვევა ადასტურებს, რომ ავღანეთის ხელისულება ვერ ახერხებს ამგვარი დანაშაულების გამო საქმეების აღძვრას. ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ბრალად დასდეს ქალ ფეხბურთელების მიმართ სექსუალური ძალადობა და დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა. ამავე დროს ლუგარის პროვინციაში ოფიციალური პირები ცდილობენ ჩაფარცხონ საქმე, რომელიც სახელმწიფო სკოლებში პედოფილიის გავრცელებულ შემთხვევებს ეხება.

„ავღანეთში ყოველთვის რთული იყო სექსუალურ დანაშაულთან ბრძოლა, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო რთულდება, როცა საქმე ეხება გავლენის მქონე პირებს“, აცხადებს პატრიცია გოსმანი, Human Rights Watch-ის აზიის განყოფილების თანამშრომელი. მისი თქმით, „ეს ორი საშინელი შემთხვევა ავღანეთის მთავრობის იმ დაპირების „ლაკმუსის ტესტია“, რომ ბოლოს მოუღებს სექსუალური ძალადობისას დაუსჯელობის განცდას“, ამბობს გოსმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG