Accessibility links

site logo site logo

ირანში დაიწყო საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია


საპარლამენტო არჩევნების კანდიდატების რეგისტრაცია ირანში

ირანში 21 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 12 თებერვალს. პარლამენტის 290 ადგილისთვის იბრძოლებს 5000 კანდიდატი, მძაფრი ხაზის მომხრეები და კონსერვატორები, რადგან რეფორმების მომხრე და ზომიერი კანდიდატები კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

ეს არჩევნები გამოცდა იქნება ასევე პრეზიდენტ როჰანის პოპულარობისთვის. როჰანი შედარებით ზომიერი პოლიტიკოსია, რომელიც ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს დაპირება, გაეუმჯობესებინა ხალხის ცხოვრების დონე აშშ-ის ეკონომიკური სანქციების პირობებში.

ექსპერტები მოელიან, რომ ამომრჩეველი არ იქნება აქტიური ირანის ეკონომიკის გამო მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების და გამჭვირვალე და სამართლიანი კენჭისყრის პროცესის არ ქონის გამო.

როჰანიმ გააკრიტიკა „გუშაგთა საბჭო“, მკაცრ ხაზის მიმდევართა ორგანო, რომელიც კანდიდატების კენჭისყრაზე დაშვებას განაგებს, დიდი რაოდენობის კანდიდატების დისკვალიფიკაციისთვის. 14 ათასი პოტენციურ კანდიდატიდან 9 ათასი იქნა დისკვალიფიცირებული. მათი 90 პროცენტი კანონმდებლები იყვნენ.

როჰანიმ ამ კვირაში მოუწოდა ირანელებს, ნუ იქნებიან პასიური და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG