Accessibility links

საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდნენ


დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ანდრიი ზაჰოროდნიუკის შეხვედრა.

მინისტრებმა განიხილეს თავდცვის სფეროში საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიი ზაჰოროდნიუკს მადლობა გადაუხადა უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ქართველი და უკრაინელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის და ანდრიი ზაჰოროდნიუკის შეხვედრა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა ჩეხეთის, ლიეტუვის, ბულგარეთის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG