Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდმა მოსკოვს უარი უთხრა MH17-ის კატასტროფაში ბრალდებულთა რუსეთში გასამართლებაზე


მოსკოვი წინადადებით გამოვიდა, რუსეთში გაესამართლებინათ 2014 წელს დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულები, მაგრამ ნიდერალანდმა უარით უპასუხა ამ შეთავაზებას. ამის შესახებ ნიდერლანდის პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში იტყობინება იუსტიციისა და უშიშროების მინისტრი ფერდინანდ გრაპენჰაუსი.

წერილში გრაპენჰაუსი იუწყება, რომ 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებამ ნიდერლანდს მიმართა თხოვნით, რომ სამი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის საქმე განიხილოს სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე. ნიდერლანდის ხელისუფლებამ მოსკოვს უარით უპასუხა.

2019 წლის 19 ივნისს ნიდერლანდის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა მკვლელობაში ბრალდება რუსეთის სამ და უკრაინის ერთ მოქალაქეს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ.

საქმის განხილვა 9 მარტს დაიწყება. სასამართლო პროცესი დაგეგმილია 2021 წლის მარტის ბოლომდე. ავიაკატასტროფაში დაღუპულთა უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ, ამიტომ საქმის განხილვა ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში ტარდება.

„მალაიზიის ავიახაზების“ ბოინგმა (რეისი MH17) 2014 წლის 17 ივნისს განიცადა კატასტროფა დონეცკის ოლქში. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი. გამოძიების თანახმად, ის ჩამოგდებულ იქნა „ბუკის“ ტიპის რაკეტით, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან შეიტანეს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG