Accessibility links

logo-print logo-print

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა


აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

„პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის პრესრელიზში.

პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG