Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პარლამენტმა გენოციდად აღიარა ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა


გენოციდზე კენჭისყრა სირიის პარლამენტში
გენოციდზე კენჭისყრა სირიის პარლამენტში

სირიის პარლამენტმა განაცხადა, რომ მან გენოციდად აღიარა ერთი საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავებისა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამხედრო შეტაკებების ფონზე.

სახალხო შეკრების წევრებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს და აღიარებს „მე-20 საუკუნის დამდეგს ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ სომხების წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს“, ნათქვამია პარლამენტის ვებსაიტზე 13 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პირველი მსოფლიო ომის დროსა და უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ ოსმალებმა მოკლეს და განდევნეს 1,5 მილიონი სომეხი - ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანული უმცირესობა. მრავალი ისტორიკოსი და ზოგიერთი სახელმწიფო სომხების მასობრივ ხოცვას გენოციდად მიიჩნევს.

ანკარა აცხადებს, რომ სომხების ხოცვა მოქალაქეთა ინიციატივა უფრო იყო, ვიდრე ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ სომხების მიზანმიმართული განადგურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG