Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს


ნიკა მელიას მხარდამჭერთა აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ნიკა მელიას მხარდამჭერთა აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბა ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ათამდე აქტივისტი. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნიკა მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნის.

აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიიტანეს პლაკატები, წარწერებით: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა!“, „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ და „მებრძოლი სული გვარგუნა ღმერთმა!“

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დავის საგანია მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება.

სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პირველ ყოვლისა, აინტერესებს ზოგადად, რამდენად აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და რა დოზით აქვს მასზე გავლენა ბიძინა ივანიშვილს.

„არ მოგატყვილებთ და გეტყვით, რასაც ვფიქრობ ჩემს პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით. არანაირი სურვილი, ვიყო კვლავ იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“, მე არ მაქვს. უბრალოდ, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, აი, ამ შენობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღსდგეს“, - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG