Accessibility links

logo-print logo-print

მატარებლის დაკვამლიანებაზე „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს


„საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზის“ თანახმად, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში, „ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება“.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.

შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს იხდის შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG