Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ომანში პატრუშევისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას


for schemes

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი სასამართლოში უჩივის საგამოძიებო პროგრამა „სქემებს“ მის ბოლო გამოშვებაში გასული სიუჟეტის გამო, რომელშიც საუბარია ომანში ზელენსკისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, შესაძლო შეხვედრის თაობაზე.

პრეზიდენტი ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია და არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ნიკოლაი პატრუშევთან, - აცხადებენ ზელენსკის ოფისში, სადაც ეს ცნობა შეაფასეს, როგორც „საზოგადოებრივი აზრის აშკარა მანიპულაციის მცდელობა“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ელოდება პროგრამა „სქემებისგან“ სინამდვილესთან შეუსაბამო ამ ცნობების და მათ საფუძველზე გაკეთებული ვარაუდების უარყოფას. „ჩვენ მივმართავთ სასამართლოს სარჩელით, რომელშიც მოვითხოვთ უარყოფას და ბოდიშის მოხდას“, - ნათქვამია​ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესცენტრის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა „სქემების“ ჟურნალისტებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია ზელენსკისა და პატრუშევის შეხვედრაზე. სიუჟეტში ნახსენები იყო მხოლოდ ასეთი შეხვედრის ვერსია, „რომელიც არ დადასტურებულა“.

ამასთან, ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომანში ყოფნის დროს, ქვეყანაში ჩაფრინდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი.

სიუჟეტში ხაზგასმული იყო, ასევე, რომ ჩარტერული თვითმფრინავი Bombardier Global Express 6000, რომლითაც ზელენსკი ომანიდან უკრაინაში დაბრუნდა, რუსეთიდან ჩაფრინდა და რომ ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი.

ამ ცნობებს შეიცავდა საგამოძიებო პროგრამა: „სქემები: კორუფცია დეტალებში“.

საგამოძიებო ჟურნალისტური პროგრამა „სქემები“ არის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და უკრაინულ ტელეარხ „UA პერშის“ („პირველის“) ერთობლივი პროექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც უკრაინის ყოფილი, ისე ამჟამინდელი პრეზიდენტებისა და მათი გარემოცვის, ასევე ოლიგარქების თაობაზე მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG