Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1400-ს მიაღწია


ჩინეთის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში მიაღწია 1400-ს, მათ შორის ექვსამდე გაიზარდა ამ სენით დაღუპულ ექიმთა რიცხვმა.

ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის 14 თებერვლის ცნობით, დაფიქსირდა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულიასამედიცინო სფეროს1716 მუშაკი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 64 ათასს აღწევს, თითქმის ყველა ავადმყოფი ჩინეთიდანაა.

ამასთან ვირუსის სიმძიმიდან გამომდინარე სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის კრიტიკულად გაზრდილი. ორგანიზაციის თქმით, დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, განაპირობა დიაგნოსტიკის უფრო ფართო მასშტაბებმა.

თუმცა იაპონიამ გაავრცელა ცნობა, რომ ერთი მოქალაქე დაიღუპა კორონავირუსით, ისევე როგორც ფილიპინებსა და ჰონკონგში.

დღესდღეობით ჩინეთის გარეთ, 30 ქვეყანაში დაახლოებით ხუთასი ადამიანი დაინფიცირებული კორონავირუსით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG