Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბები აშშ-თან შეთანხმდნენ ძალადობის შეწყვეტაზე ერთი კვირით


მიაკ პომპეო და აშრაფ ღანი მიუნხენში
მიაკ პომპეო და აშრაფ ღანი მიუნხენში

აშშ-მა და თალიბანმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დაჯგუფება ერთი კვირით შეწყვეტს ძალადობას, რამაც, მაღალი რანგის ამერიკელი სამხედრო პირის თანახმად, შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა ავღანეთიდან. ანონიმურობის საფუძველზე ოფიციალურმა პირმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში 14 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალადობაზე ერთკვირიანი "სპეციფიური მორატორიუმი" ძალიან მალე ამოქმედდება.

წყაროს თანახმად, თალიბებმა პირობა დადეს, რომ შეწყვეტენ გზაზე ჩასაფრებებს, თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებსა და სარაკეტო იერიშებს. ცეცხლის შეწყვეტის პროცესს მონიტორინგს გაუწევს აშშ-ი, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ავღანელი სამხედროებიც.

ასეთი კომენტარის ფონია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და მარკ ესპერის, თავდაცვის მინისტრის, შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტ, აშრაფ ღანისთან. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ავღანეთში ამერიკული ძალების სარდალი, გენერალი სკოტ მილერი და აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ავღანეთთან ურთიერთობაში, ელჩი ზალმაი ხალილზადი.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ, რომ დასრულდეს 18 წლიანი ომი ავღანეთში და ქვეყანა დატოვონ ამერიკელმა სამხედროებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG