Accessibility links

logo-print logo-print

მაკრონი: ღია ვართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისთვის ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თუკი ბლოკის აღმასრულებელი შტო მომავალ თვეში მათ დადებითად შეაფასებს.

მაკრონის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 15 თებერვალს გაკეთებული ეს განცხადება, როგორც ჩანს, დაასრულებს მის მიერ დადებულ ბლოკს ორი ქვეყნის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"ველოდებით [ევროკავშირის კომისიის] ანგარიშს მარტში ... თუკი შედეგები დადებითი იქნება და თავდაჯერება დაისადგურებს, მაშინ ვიქნებით მოლაპარაკების დაწყების პოზიციაში", - უთხრა მაკრონმა კონფერენციას.

ოქტომბერში გამართულ სამიტზე მაკრონმა უარი განაცხადა დაემტკიცებინა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება და თქვა, რომ ევროკავშირში ახალი წევრების შეშვების პროცესი ცვლილებას საჭიროებდა.

ბლოკში გაწევრიანების მოსურნე ექვს ქვეყანაზე - სერბეთზე, კოსოვოზე, მონტენეგროზე, ალბანეთზე, ბოსნიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაზე - ჩინეთის და რუსეთის გავლენით შეშფოთებულმა გერმანიამ და ევროკავშირის კომისიამ განაცხადეს, რომ მაკრონი არასწორი იყო, როცა ეს ქვეყნები დაბლოკა.

მიმდინარე თვეში კომისია გამოვიდა წინადადებით, გაწევრიანების პროცესში გატარდეს რეფორმები, რომლებიც საფრანგეთმა ნოემბერში შეიმუშავა. ამ ახალი ფორმატის თანახმად, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს პროცესში მეტი წონა ექნებათ, გაადვილდება მოლაპარაკების გაჩერება და განახლება, ისევე, როგორც დაფინანსების შეჩერება.

მაკრონის ეს განცხადება წინ უსწრებს ევროკავშირ-ბალკანეთის სამიტს, რომელიც მაისში, ზაგრებშია დანიშნული. დანია და ჰოლანდია, რომლებიც შარშან მაკრონს უჭერდნენ მხარს, სავარაუდოდ, თავიანთ წინააღმდეგობას მოხსნიან, - უთხრეს ევროკავშირის დიპლომატებმა სააგენტო როიტერსს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG