Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერბეთში ჩავიდა ბალკანეთში დაძაბულობის ფონზე


ალექსანდარ ვულინი და სეგეი შოიგუ
ალექსანდარ ვულინი და სეგეი შოიგუ

რუსეთ-სერბეთის სამხედრო თანამშრომლობა აღმავლობას განიცდის და ორივე ქვეყანა პირობას დებს მისი „შემდგომი გაუმჯობესებისთვის“, ამის შესახებ ნათქვამია სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში, რომელიც რუსეთისა და სერბეთის თავდაცვის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და ალექსანდარ ვულინის 17 თებერვლის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა სამხედრო უწყების საიტზე.

სერბეთს სურს ჰყავდეს ძლიერი არმია, რადგან იგი „ქვეყნის სტაბილურობისა და ნეიტრალიტეტის გარანტიაა“, - განაცხადა ალექსანდარ ვულინმა.

ბელგრადში ყოფნის დროს, შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთი შეინარჩუნებს „სერბეთთან სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკას“.

მიუხედავად ბელგრადის მიერ განცხადებული მიზნისა, რომ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არ უშლის ხელს სერბეთს, რომ შეინარჩუნოს მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში.

სერბეთი, როგორც ნეიტრალური ქვეყანა, არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას და ასევე არ შეუერთდა რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს.

ბელგრადის სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი, არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც სერბეთის ყოფილმა პროვინციამ 2008 წელს გამოაცხადა.

სერბეთი წლების განმავლობაში მოსკოვისაგან იძენს საბრძოლო ავიაციას და ტანკებს, რაც შეშფოთებას იწვევს ბალკანეთის რეგიონში, რომელმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში სისხლისმღვრელი შეიარაღებული კონფლიქტი გადაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG