Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტ ლი მუნ ბაკს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა კორუფციისთვის


ლი მუნ-ბაკი ციხეში მიჰყავთ.
ლი მუნ-ბაკი ციხეში მიჰყავთ.

სეულში სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტ ლი მუნ ბაკს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა კორუფციის ბრალდებით. 78 წლის პოლიტიკოსი ქრთამის აღებასა და ქონების დატაცებაში ცნეს დამნაშავედ. ადრე მას უკვე მიესაჯა თხუთმეტწლიანი პატიმრობა ამავე ბრალდებით, მაგრამ თავდებით გაათავისუფლეს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო.

ლი 2008-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კორეას. ის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალდება. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას პოლიტიკოსი ფაქტობრივად ფლობდა ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც მის ძმაზე იყო გაფორმებული და ბიზნესის განვითარებისთვის თავის სტატუსს იყენებდა.

პროკურორმა ლისთვის 23 წლით პატიმრობა მოითხოვა. პოლიტიკოსი უარყოფს დანაშაულს. ლი ციხეში მოათავსეს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისმა წინამორბედმა, ნო მუნ ჰენმა თავი მოიკლა მას მერე, რაც გადადგა კორუფციაში ბრალდებების გამო. ლი მუნ ბაკის შემდგომ პრეზიდენტს, პაკ კინ ჰესაც პატიმრობა აქვს მისჯილი კორუფციისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG