Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი არ აპირებს უკრაინული თვითმფრინავის შავი ყუთის სხვებისთვის გადაცემას


გასულ თვეში ირანში შეცდომით ჩამოგდებული უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შავ ყუთს ირანი არ გადასცემს სხვა ქვეყანას, მიუხედავად მასზე ზეწოლისა. ასეთი განცხადება გააკეთა ირანის ხელისუფლებამ 19 თებერვალს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გასულ კვირაში განაცხადა, რომ „ზეწოლა განახორციელა“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფზე, რომ საჭიროა თვითმფრინავის ჩამოგდების სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგი“ (რეისი PS752) 8 იანვარს ჩამოაგდეს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში. დაიღუპა მასში მყოფი 176-ვე ადამიანი. მათ შორის იყო ირანის 82 და კანადის 63 მოქალაქე, რომელთაგან ბევრი ირანული წარმოშობის იყო.

კატასტროფა მოხდა მაშინ, როცა ირანის საჰაერო თავდაცვის ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაში იყვნენ მანამდე ერაყში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის გამო, და ისინი ამერიკელთა საპასუხო იერიშს მოელოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG