Accessibility links

site logo site logo

რესტორანში, სადაც ელენე ხოშტარია ვახშმობს, „ოცნების“ აქტივისტებმა აქცია გამართეს


„დატოვონ მანდატი ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა“ - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ტრანსფარანტებით შევიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია ვახშმობს. რამდენიმე წუთში მათ ქუჩაში გადაინაცვლეს და აქცია გარეთ გააგრძელეს, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გადაინაცვლეს.

ვიდეოს ავტორი: სამოქალაქო ჟურნალისტების პლატფორმა „გხედავ".

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. სწორედ, ამას აპროტესტებენ „ქართული ოცნების" აქტივისტები. პარტიის ოფისთან პირველი აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 18 თებერვალს გამართა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG