Accessibility links

logo-print logo-print

სერბეთმა დააკავა 140 მიგრანტის ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი ხუთი პირი


სერბეთი: მიგრანტების ბანაკი ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვართან. 2020 წ. 6 თებერვალი.

სერბეთმა დააკავა ხუთი ადამიანი, რომელიც 140 მიგრანტის ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი.

როგორც პროკურატურამ განაცხადა 19 თებერვალს, დაკავებულებს ბრალად ედებათ მიგრანტებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვრის გადალახვაში დახმარების გაწევა.

„შარშან ნოემბრის შემდეგ ეჭვმიტანილთა ჯგუფმა ბელგრადიდან ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვრამდე ავტობუსით გადაიყვანა მიგრანტები,“ ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი სირიელია, ნავი გამოიყენა მდინარე დრინაზე ხალხის გადასაყვანად.

ეჭმიტანილთაგან ერთ-ერთი მიმალულია. ხელისუფლების თანახმად, ჯგუფს 17 ათასი ევრო გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის.

ბოსნიაში შესვლის შემდეგ მიგრანტები ცდილობენ გადავიდნენ ხორვატიაში, რომელიც ევროკავშირის წევრია.

ბოსნიის ხელისუფლების თანახმად, შარშან ბოსნიაში 29 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

მრავალი მათგანი გამოექცა საკუთარ ქვეყნებში ომს და სიღატაკეს და სერბეთში და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში ჩარჩა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისას.

ოფიციალური მონაცემებით, მიგრანტთა უდიდესი ნაწილი არის სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და იემენიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG