Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაცია: ზურაბიშვილი იძულებული გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმოს


პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ევროსაბჭოსთან საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის მამუკა ჟღენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები. ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მამუკა ჟღენტის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში 10-დღიან ვიზიტს გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG