Accessibility links

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ტოვებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 თებერვალს


ვანო მერაბიშვილს დღეს გაათავისუფლებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმროს დღეს დატოვებს.

26 მაისის აქციის დარბევა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკები და ამომრჩევლის მოსყიდვა - ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ საქმეებზე იხდიდა სასჯელს.

ხმაურიანი ეპიზოდებით გამოირჩეოდა მისი პატიმრობა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. პატიმრობაში მას ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

საფრთხე ოპოზიციის ერთობისთვის

“გირჩი” ჯერჯერობით ერთადერთი პარტიაა გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომლის ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარეს ცალკე შეხვდა, რამაც გააჩინა კითხვა, ხომ არ გადავიდა ხელისუფლება ოპოზიციის დანაწევრების ტაქტიკაზე.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით მათ ერთობას ვერ დაშლის. ხელისუფლება კი პროცესს ამგვარად უყურებს - “როდესაც საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს სხვას”.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

კალაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ „ტვიტერზე“ წერს

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარს ვერ შეიტანს

ზურაბ ჯაფარიძე: "ოცნებას" ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო

შემაშფოთებელი ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.

ცვლილებები შეეხება საინფორმაციო სამსახურისა და ტოქშოუების შემოქმედებითი სამსახურის უფროსების მოადგილეებს. მათ ჩამოშორებას ჟურნალისტების ნაწილი თვლის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად.

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახეთ:

სახალხო დამცველი: აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს

"მინისტრის საათი" პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ელოდებიან.

უკვე ცნობილია, რომ მინისტრის მსმენელთა შორის ოპოზიციონერი დეპუტატები არ ისხდებიან, მათ ბოიკოტი აქვთ გამოცხაადებული. ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე ხელახლა დამტკიცებას მოჰყვა.

სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ბოლო დღეებია სროლისა და აფეთქების ხმები ესმით ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ქართულ სოფლებში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინტენსიური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

ერგნეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად აშინებთ საბრძოლო ხმები. მათი სკოლა საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. რას ყვება მოსახლეობა და რას წერს მედია საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

დეტალები წაიკითხე აქ.

პაკოს გზა: ვარ, მერე?

პაატა საბელაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თითქმის 20 წლიან ქვიარ აქტივიზმს იხსენებს. თავს უყრის იმ დროინდელ ამბებს, როცა მისი პროტესტი და თვითგამოხატვა გაუკვალავ გზაზე სიარულს ჰგავდა.

ახლა ამბობს, რომ ხმამაღლა ლაპარაკი და მოქმედება 90-იანების ბიჭისთვის არ იყო ადვილი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში საჯაროდ მოტრიალდა და დაწეულ სიტყვებზე: „პ.... ხარ?“ უპასუხა - დიახ, ვარ, მერე?

წაიკითხეთ და უყურეთ ინტერვიუს პაატა საბელაშვილთან, ეკა ქევანიშვილისა და დათო ქორიძის ავტორობით.

სადავო ტერიტორიები

ქალაქის ფული ეკლესია-მონასტრებს

რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიას 2013-2019 წლებში ეკლესია-მონასტრებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ გამოთხოვა ინფორმაცია. მონაცემების ვიზუალიზაცია ნახე აქ.

ლამპრობა - ცეცხლი და ყინული

14 თებერვალს, შებინდებულზე, სვანეთში სახლებიდან ყველა კონებად შეკრული ხის ნაჭრებითა და სურსათ-სანოვაგით გამოდის და საგვარეულო სასაფლაოსკენ მიემართება. ამ დღეს ლამპრობას ზეიმობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG