Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში შეიარაღებულ თავდასხმებს 8 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 8 ადამიანია მოკლული სროლების შედეგად გერმანიის ქალაქ ჰანაუში. დაჭრილია 5.

19 თებერვალს საღამოს, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჩილიმ-ბარში, სადაც სამი ადამიანი მოკლეს და მიიმალნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ ქალაქის სხვა რაიონში მდებარე ჩილიმ-ბარში შევიდა მამაკაცი, რომელმაც უმისამართო სროლა დაიწყო და ხუთი ადამიანი მოკლა.

გერმანული მედია სულ მცირე ერთი ეჭვმიტანილის დაკავებას იუწყებოდა, თუმცა, პოლიციამ ეს არ დაადასტურა.

სამართალდამცავები ეძებენ თავდამსხმელებს, რომელთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ქალაქი ჰანაუ მაინის ფრანკფურტიდან ოც კილომეტრში მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG