Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებული ორი იაპონელი გარდაიცვალა


საკრუიზო ლაინერის Diamond Princess-ის მგზავრების ნაწილმა გემი 19 თებერვალს დატოვა
საკრუიზო ლაინერის Diamond Princess-ის მგზავრების ნაწილმა გემი 19 თებერვალს დატოვა

იაპონიაში გარდაიცვალა საკრუიზო ლაინერის Diamond Princess-ის ორი მგზავრი, რომლებიც პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით დაავადდნენ. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი 80 წელზე უფროსი ასაკის იყვნენ.

საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსის გამო გამოცხადებული ორკვირიანი კარანტინი 19 თებერვალს დასრულდა და 500-მდე მგზავრს, რომლებსაც ახალი ტიპის ვირუსი არ დაუდგინდა, იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამის ნაპირზე გადასვლის უფლება მისცეს. გემის ბორტზე რჩება რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. ისინი კარანტინში კიდევ ათ დღეზე მეტხანს დარჩებიან.

საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსთ(COVID19) დაავადდა 542 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. გემზე იმყოფებოდა 50-ზე მეტი ქვეყნის საერთო ჯამში 3700 მოქალაქე, ძირითადად, იაპონელები.

Diamond Princess-ი იოკოჰამის პორტიდან 20 იანვარს გავიდა ჰონ კონგი-ოკინავას მიმართულებით და უკან 3 თებერვალს დაბრუნდა, თუმცა, პორტში შესვლის უფლება არ მისცეს იმის გამო, რომ რამდენიმე დღით ადრე გემის ბორტიდან ჰონ-კონგში ჩასულ 80 წლის მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა. 5 თებერვალს გემზე ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG