Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბაშვილი: „ხელისუფლების დამხობაში“ ვანო მერაბიშვილმა მშვიდობიანი გზები იგულისხმა


გიორგი გაბაშვილი
გიორგი გაბაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა თავის განცხადებაში „ხელისუფლების დამხობის“ შესახებ ხელისუფლების არჩევნების გზით, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით შეცვლა იგულისხმა:

„სხვა არანაირ გზას არავინ არ გულისხმობს. ეს არის მშვიდობინი გზები, ეს არის პროტესტიც, ეს არის არჩევნებიც, ყველაფერი, რაც გულისხმობს მშვიდობიან გზებს ხელისუფლების შეცვლის“, - აღნიშნა მედიასთან გოკა გაბაშვილმა.

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, აი, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეში ზის და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არი პოლიტპატიმარი", - საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეს განცხადება სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულების დატოვების შემდეგ, 20 თებერვალს გააკეთა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG