Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო საქართველოსთვის“ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს


"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნებისმიერი სასჯელმოხდილი ადამიანის გათავისუფლებას მიესალმება. ამის შესახებ ხაზარაძემ მედიას უთხრა საპატიმროდან ვანო მერაბიშვილის გამოსვლის შემდეგ.

რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, მამუკა ხაზარაძის თქმით, მისთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა: „ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა“.

„ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ კატეგორიულად გმობს, ნებისმიერ განცხადებას, რომელიც რევოლუციურია და დამხობისკენ მოწოდებებს შეიცავს: „ეს ქვეყანა ამ უბედურებიდან უნდა გამოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ უნდა გადავიდეთ არჩევნების ნორმალურ რეჟიმში, სადაც არ იქნება გაყალბება, ერთ ტომარა კარტოფილზე ხმების მოსყიდვა და დაშინება“. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ხაზარაძის შეფასებით, თუ ხელისუფლება მერაბიშვილს სისხლის სამართლის სხვა საქმეების საფუძველზე ციხეში დააბრუნებს, ის ნამდვილად პოლიტპატიმარი იქნება.

"მთავარი კითხვა, რაც ვანო მერაბიშვილთან მაქვს ისაა, რომ უნდა მოყვეს იმ დაფინანსების წყაროს შესახებ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. უნდა მოყვეს, რა თანხებით აფინანსებდა, რადგან ბირთვი, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს და უსამართლობას ნერგავს, დაწყებულია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და გადაცემულია “ქართულ ოცნებას”. უბრალოდ თავები შეიცვალა, სხვა არაფერი”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG