Accessibility links

logo-print logo-print

აშშ თვლის, რომ ირანი მალულად აწვდის იარაღს ჰუთის მიმდევრებს იემენში


"ნორმანდის" მიერ არაბეთი ზღვაში მიკვლეული იარაღი

აშშ-ის არმიის თანახმად, ირანი აგრძელებს „თანამედროვე, იარაღის მიწოდებას იემენშიჰუთის მიმდევარი მეამბოხეებისთვის, რომლებიც ებრძვიან მთავრობას, რომელსაც საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს"

19 თებერვლის განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც აშშ-ის სამხედრო ფლოტმა არაბეთის ზღვაში დააკავა იარაღი და იარაღის ნაწილები, რომლებიც, ფიქრობენ, ირანული წარმოებისაა და იემენელი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ამერიკის ფლოტის მიერ იარაღით დატვირთული ერთ იალქნიანი გემის დაკავების მეორე შემთხვევაა. პირველი ასეთი დაკავება დროშის გარეშე მოძრავი გემისა მოხდა 25 ნოემბერს.

ირანი უარყოფს ჰუთიტებისთვის იარაღის მიწოდებას მიუხედავად მტკიცებულებისა, რომელსაც აშშ-ისა და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები წარმოადგენენ.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარებისთვის პასუხისმგებელი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, კაპიტანმა, ბილ ურბანმა, პენტაგონში ბრიფინგზე თქვა, რომ „ბოლო დაკავება მსგავსია ადრინდელი შემთხვევისა, როცა ირანი კონტრაბანდულად აწვდიდა იარაღს ჰუთის მიმდევარ მეამბოხეებს. მისი თქმით, ვაშინგტონი ფიქრობს, რმ ირანი მეამბოხეებს იარაღს აწვდის ხუთი წელიწადია, რამაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო კონფლიქტის გაგრძელებას.

ურბანმა წარმოადგინა კონფისკაციის შედეგად მოპოვებული იარაღის ფოტოები და განაცხადა, რომ იარაღი ირანული წარმოებისაა და ჰუთის მიმდევრებისთვის იყო განკუთვნილი. მისი თქმით, 9 თებერვალს აშშ-ის სამხედრო ხომალდის, „ნორმანდის“ მიერ მიკვლეულ იქნა 150 ერთეული „დალავიეჰი“, ირანული ასლი რუსული მართვადი ანტრისატანკო რაკეტებისა და სამი ერთეული ირანში წარმოებული ხმელეთი-ჰაერი ტიპის რაკეტებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG