Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო საუდის არაბეთში ჩავიდა ირანის, ეკონომიკის და ადამიანის უფლებების შესახებ სასაუბროდ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ამ ქვეყნის მმართველებს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, პომპეო, რომელიც საუდის არაბეთში 19 თებარვალს ჩავიდა, ხვდება საუდის არაბეთის მეფეს, სალმანს და მისი ვაჟს, გავლენიან ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს, ისევე როგორც საგარეო საქმეა მინისტრს, ფაიზალ ბინ ფაჰრანს. „ბევრს ვილაპარაკებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან საფრთხის გამო უსაფრთხოების საკითხებზე“, თქვა პომპეომ ეთიოპიაში, სადაც რიადში ჩასვლამდე იმყოფებოდა.

აშშ-სსა და ირანს შორის ურთიერთობა დაძაბულია და ის ბოლო დროს თითქმის სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ გაიყვანა ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს დაიდო ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. აშშ-მა ამის შემდეგ სანქციები დაუწესა ირანს, რაც დიდი დარტყმას აყენებს ირანის ეკონომიკას.

საუდის არაბეთი აშშ-ი მჭიდრო მოკავშირეა ირანთან დაპირისპირების საქმეში. სუნიტ-მაჰმადიანური საუდის არაბეთი და შიიტური ირანი ერთმანეთის მეტოქეები არიან ახლო აღმოსავლეთში.

პომპეოს ჩასვლის ფონზე რიადში, აშშ-ის ფლოტმა 19 თებერვალს განცხადება გავრცელდა, რომ აშშ-ის სამხედრო ფლოტმა დააკავა იარაღი და იარაღის ნაწილები, რომლებიც, ფიქრობენ, ირანული წარმოებისაა და იემენელი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი. იემენის მთავრობას ზურგს უმაგრებს საუდის არაბეთი.

პომპეომ ჟურნალისტებს თხრა, რომ ის მასპინძლებს დაელაპარაკება ეკონომიკის და ადამიანის უფლებების საკითხებზე, როგორიცაა საუდის არაბული წარმოშობის ამერიკელი ექიმის შემთხვევა, რომელიც ორწლიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ ციხეში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG