Accessibility links

site logo site logo

უკრაინა „ზეციური ასეულის დღეს“ - ევრომაიდანზე სისხლისღვრის წლისთავს აღნიშნავს


უკრაინელები აღნიშნავენ „ზეციური ასეულის დღეს“- ევრომაიდანზე საპროტესტო გამოსვლის ჩახშობის და სისხლისღვრის მეექვსე წლისთავს. მაშინდელ გამოსვლებს მოჰყვა პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა.

კიევში იანოკოვიჩის უშიშროების ძალებთან შეტაკების დროს დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაზე 20 თებერვალს, დამოუკიდებლობის მოედანზე, „ზეციური ასეულის“ მემორიალთან, სხვებთან ერთად მივიდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ცოლი, ოლენა.

ევრომაიდნის გამოსვლების დროს დაღუპულთა პატივსაცემად რელიგიური ცერემონიები იმართება მეთელ უკრაინაში.


20 თებერვალს დაგეგმილია ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომელის მთავარი ლოზუნგია : „ უკრაინა კვლავ ევრომაიდნის იდეებისთვის ბრძოლის წინა ხაზზეა“.

კიევში გამოსვლები დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როცა დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის ეზრუნა.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, 2014 წლის 18-20 თებერვლის გამოსვლების ჩახშობისას 104 ადამიანი მოკლეს და 2500 დაჭრეს. 21 თებერვალს იანუკოჩმა კიევი დატოვა, რუსეთში გადასახლდა დააცხადებს, რომ პოლიციისთვის სროლის ბრძანება არ მიუცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG