Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე: დამხობის მცდელობები არასდროს გამოუვიდათ


თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, დავამხობო,- უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას.

გიორგი გახარიას თქმით, ვანო მერაბიშვილის კომენტირება საერთოდ არ სურდა, თუმცა მისი შეფასებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა.

„ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა - სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, აი, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეში ზის და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არი პოლიტპატიმარი", - საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეს განცხადება სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულების დატოვების შემდეგ, 20 თებერვალს გააკეთა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG