Accessibility links

კახა კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას


„მისი [ვანო მერაბიშვილის] განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული და ვაცადოთ ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ“,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრემიერისა და შს- მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილისა და ოპოზიციის სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა კახა კალაძემ უპასუხა - „მეტი ვანო ოპოზიციას“.

ვანო მერაბიშვილის თქმით, ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა.

ის 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG