Accessibility links

site logo site logo

ტოჩინოშინმა რეიტინგში უკან დაიხია


ტოჩინოშინი

იაპონიის სუმოს ასოციაციამ რეიტინგ-სია (ბანძუკე) განაახლა და უკვე ცნობილია, მარტის ბაშოს რომელი რიკიში რა წოდებით შეხვდება. ოსაკაში გასამართ ჰარუ ბაშოს წინ, უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის რეიტინგში სამი საფეხურით დაქვეითდა ლევან გორგაძე - ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი მომავალ სუპერტურნირზე დასაველთის მეცხრე მაეგაშირა იქნება.

რანგით დაბალ, მაკუშიტას დივიზიონში ოცდათხუთმეტი სეფხურით დაქვეითდა გაგამარუ. თეიმურაზ ჯუღელს უკვე დიდი ხანია, მუხლის ტრავმა აწუხებს და ამ პრობლემის გამო წინა ბაშოზე გამოსვლა ნაადრევად შეწყვიტა. განახლებულ რეიტინგში გაგამარუ ორმოცდამეოთხე ნომერია. „ქართული სუმოს ქომაგების“ ფეისბუქგვერდის ცნობით, გაგამარუს ტრავმა ისევ აწუხებს და შეიძლება ოსაკას ჰარუ ბაშოც გაუცდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG