Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: არ ვიცი, ვიქნები თუ არა 2020 წლის საარჩევნო სიაში


თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არ იცის, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის:

„რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, იმიტომ რომ დღეს მედიასივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე. რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, ეს მათ არ ეხება. რაც შეეხება სიმართლეს, არის ის, რომ მე არ ვიცი... არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში. სამინისტროში ვიქნები, სახლში ვიქნები, თუ სად ვიქნები, არ ვიცი. ეს არის სიმართლე“, - უპასუხა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს. მან კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების პერსპექტივაზეც და განაცხადა, რომ მმართველი პარტია დიალოგის ინიციატორებისგან, ელჩებისგან ელოდება მომდევნო შეხვედრის თარიღს:

„რომ ეს დიალოგი ან წარმატებით დაიხუროს, ან უბრალოდ დაიხუროს, ან არ დაიხუროს და ითქვას, რას ვაკეთებთ ამის შემდეგ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG