Accessibility links

logo-print logo-print

თეა წულუკიანი და კახა კალაძე გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებენ


თეა წულუკიანი, კახა კალაძე

„ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარს.

„დაელოდეთ გაზაფხულს“, - ამ მოკლე კომენტარით უპასუხა 23 თებერვალს გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, განხორციელდება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში.

„არ ვიცი, რა კონტექსტში იყო ნათქვამი“, - აღნიშნა, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების პასუხად ჟურნალისტებთან კომენტარში თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში ამ ეტაპზე არ მსჯელობენ:

„ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში. არ ყოფილა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით... ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია ,რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი და ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მედიაში ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG