Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია: პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

სამინისტროს პირველადი ინფორმაციის თანახმად, იარაღი იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა და პოლიციას აცნობა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეტყობინებას მოჰყვა სამართალდამცავების მყისიერი რეაგირება.

გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ტარდება ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებები და პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება არ აღინიშნება.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში შეღწევის მცდელობის ფაქტს. "ოჯახში სიმშვიდეა", - უთხრეს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG