Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა


ბელარუსის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც COVID-19 ვირუსი ირანელ სტუდენტს დაუდგინდა. გაირკვა, რომ ირანის მოქალაქე ბელარუსში 22 თებერვალს ჩავიდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“ და იგი მინსკის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბელარუსის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე მეზობელ ლიეტუვაში. იქ პოზიტიური შედეგი დაუდგინეს ქალს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ქალაქ ვერონაში იმყოფებოდა ერთი კვირის წინ.

ევროპის მასშტაბით იტალიაში ყველაზე უფრო ფართოდ არის გავრცელებული კორონავირუსის დაავადება, რომელმაც იქ 17 ადამიანი შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG