Accessibility links

logo-print logo-print

"ქართულ ოცნებაში" ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ყოფილი მმართველი პარტიის კვალს ხედავენ


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი

„თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ხელისუფლება დაადანაშაულა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში.

„ეს ადამიანი ხელს იშვერს იმ ხელისუფლებისკენ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ვიდრე მის პარტიას ჰქონდა. თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და, მით უმეტეს, გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს. აქცია აღარ არის, სარალიძის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ის „კაა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს. იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს, რომ ზვიდ კუპრავა მუშაობდა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემაზე, რომლის გასაჯაროებაც ხელისუფლებას არ აძლევს ხელს, გია ვოლსკის თქმით, თავდასხმა კუპრავას ვერ შეაჩერებს: „ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს?! შეეშინდა თუ რა?! ზვიად კუპრავა უშიშარი ქვა და რკინაა, ვერანაირი ცემა მას ვერ გააჩერებს. თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს. რომელი ინტელექტუალური რესურსი მაგას აქვს, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს? გამოდის და ნიკა გვარამიას მსგავსად ხელისუფლებას აბრალებს თავდასხმას იმ იმედით, რომ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ვინმე ყურადღებას მიაქცევს. იმიტომ არიან ეს ადამიანები ხეპრეები“.

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, მას 27 თებერვალს საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG