Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოვაწყოთ სკვერი ერთ ღამეში


როგორ მოვაწყოთ სკვერი ერთ ღამეში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00

22 თებერვალს ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანმა მებაღეებმა“ და ადგილობრივებმა ერთ ღამეში სკვერი მოაწყვეს. ერთი დღის შემდეგ სამშენებლო კომპანიამ ნარგავები ამოთხარა და იქაურობა შემოღობა.

22 თებერვალს ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანმა მებაღეებმა“ და ადგილობრივებმა ერთ ღამეში სკვერი მოაწყვეს. ერთი დღის შემდეგ სამშენებლო კომპანიამ ნარგავები ამოთხარა და იქაურობა შემოღობა. სკვერის ნარჩენებით აქტივისტებმა კიდევ ერთი, უფრო მომცრო ბაღი გააშენეს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს არ ეკუთვნის. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება. 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღში“ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, იმ დრომდე სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივების სარჩელს მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო 25 აგვისტოს განიხილავს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG